ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2022


ცხოვრების გზა

ეს გზა სად მიდის მეგობარო, საით გამიყვანს?-
ვკითხე გამვლელს და მან უსიტყვოდ ასწია ბეჭი,
მეორეს ვკითხე, სხვაგან იყო... ალბათ საფიქრალს
უხვად ჩუქნიდა შევერცხლილი, კუთვნილი ბედი.
გამოვაფხიზლე, ჩემმა კითხვამ შეაკრთო კაცი,
მზერით ბოდიში მომიხადა, მზერასვე გაჰყვა...
მერე იმ კაცმაც აიჩეჩა მხრები და დავრჩი
კვლავ უპასუხოდ, დარდი შემრჩა პასუხის ნაცვლად.
გვერდით გოგონამ ჩამიარა ხელებში ჩვილით,
გზისკენ ვანიშნე, საით მიდის იცი დაიკო?
თვალებში მწველი შუქი ენთო სიკეთის სხივის,
მაგრამ ვერ მითხრა ამ გზის ბოლო სად ან რა იყო.
პატარა ბიჭი ბურთს კენწლავდა, ლოყებწითელა,
თან იღიმოდა, ალბათ მიზანს გადასცდა ბევრით,
გოგოს რომ ვკითხე გაიგონა, თუმც ვერ მიშველა,
არ ვიცის ნიშნად გაიქნია ბიჭუნამ ხელი.
ქუჩის გადაღმა მზესუმზირებს ჰყიდიდა ქალი,
მივედი, გვერდით დავუჯექი, თუმც არ მიკითხავს,
ბებოს ნაოჭებს შეხმობოდათ ცხოვრების ვალი
და ცხადი იყო გზის ბოლოსთვის თვითონ იცდიდა.
ჩვენს წინ პროფესორს დიპლომატი ეჭირა მყარად,
აქეთ, წყვილები აშლილიყვნენ საღამოს მიჯრილს,
მევიოლინე იქ, კუთხეში ავსებდა ქალაქს,
მაგრამ არავინ არ იცოდა პასუხი კითხვის.
ბოლოს ტაძარში შევედი და ვილოცე დიდხანს,
ხან ვთხოვე, ხანაც მადლიერი ვიყავი უფლის,
მერე გონებამ უშფოთველად და მშვიდად მითხრა:
გზა სად წაგვიყვანს ყველა კაცმა თვითონვე უწყის.
თითოეული თავად ირჩევს ცხოვრების ბილიკს
როგორი კვალი დაატყოს და როგორ იაროს,
ყველას თავისი მიზანი აქვს, თავისი სტილი
და ასე ცდილობს სიცოცხლის მთა გადაიაროს.
ზოგმა არ იცის, ზოგი კიდევ თავის ფიქრს ებრძვის,
ზოგის ასაკით თამაშშია მზე არსებობის,
ზოგი თავის გზას ჩვილის დიდრონ მზერაში ეტრფის,
ზოგიც წლებს შეზრდილ დახლთან იშლის ყოველდღე ლოგინს.
და მეც ჩემს ბილიკს ვაკვირდები ახლა, გადაღლილს
მახსოვს სად გავჩნდი, სად ვარ ამ წამს, ვგრძნობ შემდეგ სავალს
და მიხარია რომ ვაჯობე სევდას გადავლილს,
რომ ცოცხალი ვარ და მიზნისთვის კვლავ ფეხზე ვდგავარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები