როცა დედა ჩემთან შესახვედრად მოდიოდა, თავს ვარიდებდი მის მზერაში ჩაგუბებული სევდის შრეების ჩხრეკას. არ მინდოდა ჩემი ემოციურობით უფრო დამეფრთხო. დავსხდებოდით იქვე ახლოს მდებარე სკვერში, ბორდოსფრად შეღებილ სკამზე. ქაღალდის პარკიდან ამოვიღებდი მის საყვარელ მეგრულ ხაჭაპურს, ხილის წვენს ჩამოვუსხამდი გამჭვირვალე ჭიქაში. იჯდა, ცმუცნიდა სვენებ- სვენებით, თან ძაღლს აპურებდა და კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ მის შვილს ჯერაც ახსოვდა, რაც დედამისს უყვარდა და ენატრებოდა. მიყვებოდა არტერიული წნევის ცვალებადობაზე, თავისი ძაღლის ოინბაზობაზე, პენსიის სესხზე. სოფელში საცხოვრებლად გადასვლაზე. სჯეროდა, რომ ყვავილების ბაღიანი, ლამაზი, პატარა სახლი ექნებოდა, სადაც შვილთაშვილებს მიიწვევდა და გაართობდა... გუშინდლამდე თვალით არ მინახავს მეტროს ის სადგური, დედაჩემს და მე რომ გვახვედრებდა ერთმანეთს. გუშინაც, უჩვეულო, ხელშეუხებელ კადრად გავყინე მეხსიერებაში- იქ არასდროს დავბრუნდები. საფლავზე გასულიც ვერაფერს ვგრძნობ, ალბათ იმიტომ, რომ დედა სადღაც სხვაგან მეგულება, ოღონდ არა იქ, თიხნარი ბორცვის ბნელ და ცივ სიღრმეში. არც სიზმრად მოდის, რომ მიამბოს რანაირი სიმშვიდეა უცხო მხარეში. ნეტა იქაც თუ წერს ლექსებს? თუ მღერის? იქაც თუ ჰყავს ყვავილები მეგობრად? თუ ვენატრები? თუ მეძახის? თუ მაპატია ცუდი შვილობა?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეჰ.ერთნაირად ვფიქრობთთურმე.
ძალაინ იმოქმედა. ეჰ.ერთნაირად ვფიქრობთთურმე.
ძალაინ იმოქმედა.
1. გაიხარე, რა ტკბილ სევდიანია. გაიხარე, რა ტკბილ სევდიანია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|