 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 19 ივნისი, 2022 |
აი, მიილია პარასკევიც, წინ გაქვს ორდღიანი დასვენება, ისე, არ გვაწყენდა ბეილისით, თუნდაც ამ ზაფხულის დასველება.
რა ვქნა, უშენოდაც დავასველებ, იქნებ ღიმილსაც გამოვკრა ხელი, მაგრამ სანამ ორ დღეს დაგასვენებ, მზერას აივნიდან მაინც ველი.
მოდი, გამომხედე, გამიღიმე, ციმციმს აგრძელებენ ვარსკვლავები, თუმცა, სად შენ ხარ და, აბა ვინ მე?! თუნდაც არ მომხვიო ეგ მკლავები.
განა არაფრისთვის მიყვარხარ და, განა უსასრულოდ მეყვარები? - ვიდრე საფლავამდე მიმიტანენ, ვიდრე მიწას ამოვეფარები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბეილისი ისე მიყვარს, მის ხათრით+5)) ბეილისი ისე მიყვარს, მის ხათრით+5))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|