ვერ მოვესწარი ჰამლეტ გონაშვილს, რომ მომესმინა ცოცხლად მისი ხმა... მის დანატოვარს მწამს: ვერც დრო წაშლის, უბეს ჩაისვა მთელმა თბილისმა.
ჩვენში დარჩება მისი ამაგი, დღემდე ამაყობს გული ქართული... დამილოცნია მიწა ანაგის, ვარ ამ ყველაფრით წელგამართული!
ის იმიერშიც მჯერა: ქართველობს, ზეცაშიც მღერის მამულიშვილი... და შეიყვარა ის საქართველომ, გულში ჩაიკრა, ვით დედამ - შვილი.
ბედნიერია ერი, რომელმაც შვა თვით ღვთიური ყელის პატრონი... ამ ერს ეკუთვნის ჩემი ცხოვრებაც, ვარ ამ გულწრფელი ლექსის ავტორი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|