შველივით გოგო ხარ, გიხდება ღიმილი, სიცოცხლე გშვენის და ხარობენ იები, მსურს მუდამ გესმოდეს ამ მიწის ყივილი, თენდება... შენთვისაც ამოდის მთიები.
შველივით გოგო ხარ, გიხდება ღიმილი, სიმორცხვეც გშვენის და ანათებ მზესავით, ბავშვების გესმოდეს მსურს ჟივილ - ხივილი, პოეტის სათქმელიც სწორედ რომ ეს არის.