მივდევ უფსკრულში ფიქრს დაქანებულს წამაქეზებენ ეს სტრიქონებიც, ქარები ძველი ჭორიკანები, ნი ათას ცოდვას მომიგონებენ.
მაინც არა მწამს ამაოეთის, ჰორიზონტს იქით მიიწევს ვნება და თავხედობას ვირჩევ პოეტურს, თითქოს სიცოცხლეც არ მენანება.
შენ ისე შორს ხარ და ისე ახლოს, ფერებს იბრუნებს შავ-თეთრი ხედი, რა ლამაზი ხარ, ღმერთმა დალახვროს... მითხარი, როგორ არ მოვიხედო.
გაგშორდე უნდა, გავიჭრა ველად, რომ გაიფანტოს მოლურჯო ნისლი, გამეფიქრები მოულოდნელად და გაჩერებას გავცდები ისევ...
დანტე დარდიანი 14/05/2022
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|