უილიამ ბლეიკი - მხიარული სიმღერა
სიცოცხლის ჩქეფით მწვანე ტევრი როდესაც ხარობს და მირაკრაკებს პირმცინარი ანკარა წყარო, როცა სავსეა არემარე მოლხენის ხმებით, ხალისიანად ესიტყვება ჟრიამულს მთები;
როდესაც თვალი დამტკბარია სიმწვანის მზერით, დაუზარებლად კუტკალია მთელი დღე მღერის, მოლზე ხმიანობს მოუსვენარ ნინველთა ჯგუფი და სალაღობოდ ყოველს სურს, რომ მონახოს ჯუფთი;
როცა ჩიტები ჟღურტულებენ ჩეროში რცხილის და იქვე სუფრა დახუნძლულა ალუბლით, თხილით, თუ ეშურები, მეგობარო, გართობას ნამდვილს, შემოუერთდი ჩვენს ქოროს და მხიარულ ნადიმს!
14 ივლისი, 2022 წ.
William Blake - Laughing Song
When the green woods laugh with the voice of joy, And the dimpling stream runs laughing by; When the air does laugh with our merry wit, And the green hill laughs with the noise of it;
when the meadows laugh with lively green, And the grasshopper laughs in the merry scene, When Mary and Susan and Emily With their sweet round mouths sing "Ha, ha he!"
When the painted birds laugh in the shade, Where our table with cherries and nuts is spread: Come live, and be merry, and join with me, To sing the sweet chorus of "Ha, ha, he!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|