 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2022 |
აღარაფერი მწყინს. უტყვია ტყვია, რომელიც ისვრის, მომავლის დარდი რომელიც დაგდევს, წარსულის ტალღა გულზე გარტყია. არაფერს მეტყვის შენი თვალები, როგორ იქნება, ან სულაც არა. არას მპირდება შენი ხელები, ჩემთან არიან, ან ხვალაც აღარ. არაფერს ისხამს ეს ჩვენი ნაძვი, არა ღიმილებს, ჩაკუჭულ კვირტებს, ისევ დამძიმდნენ ლამპიონები, ფანჯრიდან ვაღებ თვალის ცხრა კარტებს. ისე სუსტია მისი ეს პულსი, გაუგებარი და სათუოა, დღეის იმედსაც აღარ კადრულობს, სიცოცხლის შიში მაინც კაკუნობს. ისევ ის ლანდი დაძრწის და გვიწუხს, ეს მარტოობის მშიერი ძუკნა, ყველაფერი სურს, არაფერს გვაძლევს, ყელგამოწვდილი, თხილების ვირთხა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რომანტიკა ძვირია, აქ შემოსვლა უნდა მიხაროდეს ამისთვის :)) რომანტიკა ძვირია, აქ შემოსვლა უნდა მიხაროდეს ამისთვის :))
1. რომანტიკაზე მიყვარს მე ლექსები და ვინაა ეს ვირთხა, საიდან მოვიდა რომანტიკაზე მიყვარს მე ლექსები და ვინაა ეს ვირთხა, საიდან მოვიდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|