სულ ყველაფერი შენ გიმღერის ქარიც შენთვის ქრის მე კი რა მრჩება ვუსმენ შენთვის ნამღერ სიმღერებს და ისევ ვცდილობ აღვავლინო რაც კი შეგითქვი კისერს ვიღერებ
ყველა გზა შენკენ მოიჩქარის შენკენ ისწრაფვის მე ვაკვირდები ბეწვისხელა ამ ჩვენს ბილიკებს შენ დაამშვენე ნახატებიც შენი სისავსით მე კი რა მრჩება მე ცხოვრებას ცისკენ მივიკვლევ
ისე ნაზდება ეს საღამო როგორც ბუმბული ნიავში .იქნებ გადავიქცე რომელიმე გზად რომელზეც ივლი არ დაგხვდება სადაც უფსკრული იქნება ისე როგორადაც თვითონ ინებებ