ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენატო
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2022


* * *

მუხის რკოსავით დაგთესავდი
რომ  შენი ტანი სავსესავით
იდგეს ფერდობზე და ზეგანი
მეზობელი თუ ნათესავი
მუდამ გივლიდეს გიყურებდეს
მე დილის ნამით გიპკურებდე
მკერდს და კერტების გაკერპებით
ნაოჭები და ნაკეცები
ამომდიოდეს სხეულზედა
და უმნიშვნელო ხვეულ სევდას
გულში ვიკლავდე ვიკლაკნიდე
და გადაღლილი სინამდვილე
კვლავ ჩავაძინო ბავშვის ძილით
და დავილიო სასმისივით
შენ კი შენ ისევ სავსესავით
იდგე ფერდობზე და ზეგანი
ისევ გივლიდეს გპატრონობდეს
ჩამავალი მზის ჩამქრალ ნოტებს
კვლავ გასცქეროდე ნეტარებით
იყო უკეთაც შედარებით
რადგან შენს ძირას გეგულები
ტოტებზე გეჯდეს გუგულები
ვანოყივრებდე მე შენს მიწას
შენ კი ამ ურყევ გულის ფიცარს
ეფერებოდე რბილ ფესვებით
და საბოლოოდ შევივსებით
ერთმანეთით და შემდეგ დილას
ჩემი და შენი შვილი იშვას
და ჩვენ ვუვლიდეთ გამალებით
მეტი არ მინდა არაფერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები