ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
6 სექტემბერი, 2022


William Blake - I fear'd the fury of my wind

უილიამ ბლეიკი - ვშიშობდი, ძლიერ ქარების ძვინვით

ვშიშობდი, ძლიერ ქარების ძვინვით
ყვავილთა ჭკნობას დავაჩქარებდი,
ვეფერებოდი მუდამ მზის ბრწყინვით,
არასდროს ქროდნენ ჩემი ქარები.

მაგრამ ნაღდი და ტურფა ყვავილი
ვერსად ვერ ვნახე - ბაღშიც, ზვარეშიც,
რაც კი ხეებზე ჩანდა გაშლილი,
ლამაზიც იყო ცრუ და ავრეხი.

6 სექტემბერი, 2022 წ.


William Blake - I fear'd the fury of my wind

I fear'd the fury of my wind
Would blight all blossoms fair and true;
And my sun it shin'd and shin'd,
And my wind it never blew.

But a blossom fair or true
Was not found on any tree;
For all blossoms grew and grew
Fruitless, false, tho' fair to see.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები