 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2022 |
ასე ამბობენ: "თანამედროვე ყველა მოთქვამს, არადა, პოეტი ის კი არ არის, ვინც ითხოვს შველას, არამედ ის, ვინც იტყვის: - მენდეთ, გიშველით!" ეჭვით ვუყურებ ამ გამონათქვამს, რადგან არ ვიცი, ასეა ეს, თუ ასე არ არის.
ნამიან ბალახს ფეხშიშველი რომ გაუთამამდები, სისველესა და სირბილეს რომ ყაბულს იქნები, საკმარისი პოეზიაა ალბათ შენთვის, მაგრამ მოულოდნელად ეკალს რომ იგრძნობ ფეხში, ტკივილსაც, და წვეთსაც გაურევ, სისხლისას, იმ ნამს, უნდა მიხვდე რომ ცხოვრება...
რა გაგაღვიძებს, შენ, ეკლის გარდა? არც არაფერი! ჰოდა, ვინც მაგ ნამიან ბალახს ეკლით გინაღმავს, პოეტიც სწორედ ის არის.
პოეზია კი, ყველა დროის პანაცეაა. ის ცოცხალია და თავად წყვეტს: როდის იმასხრებს, თუ იბილწსიტყვებს, როდის სახეში შეგაყრით ტალახს. ხან პეპელასაც დაედევნება, ხან ხანძარივით გალოკავს ქალაქს. მიწას მიაყრის მეტწილად მამებს, მოერიდება შვილის აკენწვლას. საყურის ჩრდილშიც, ხან დაივანებს, ხანაც ვინმეს, ან რამეს დაგესლავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. იმდენი კომენტარი დამხვდა და ისეთი სასიამოვნო, პლიუს წერილები პირადში... მადლობა, მადლობა, მადლობა. იმდენი კომენტარი დამხვდა და ისეთი სასიამოვნო, პლიუს წერილები პირადში... მადლობა, მადლობა, მადლობა.
2. იშვიათად თუ მომწონს ამ საიტზე რამე ბოლო დროს. ეს ნამდვილად გამონაკლისია. +++ იშვიათად თუ მომწონს ამ საიტზე რამე ბოლო დროს. ეს ნამდვილად გამონაკლისია. +++
1. კი, პოეზია ასეა, ის თავად წყვეტს ყველაფერს მკითხველს ერთიღა დარჩენია არჩევანი გააკეთოს, მიიღოს თუ არა
რა იყო ის, რომ გადაგვრიე? :)) კი, პოეზია ასეა, ის თავად წყვეტს ყველაფერს მკითხველს ერთიღა დარჩენია არჩევანი გააკეთოს, მიიღოს თუ არა
რა იყო ის, რომ გადაგვრიე? :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|