 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 11 სექტემბერი, 2022 |
არცერთ მომაკვდავთან, არასდროს შემეძლო ახლოს მიკარება, არც ყურება. იცოდა ოჯახმა და მინდობდნენ. ალბათ ამიტომაც შვილი დაოსტატდა.
ათიოდე წლისა, ჩემი კნაჭა გოგო, დანის ტარის თავში ერთი დარტყმით, ასე ვთქვათ თიშავდა. იმ დანითვე თევზს უჭრიდა მუცელს, გამოშიგნავდა და მერე მე მიხმობდა: - მოდი, მოკვდა უკვე, მოდი, ახლა შეწვი.
იმ ერთხელაც, გავახურე ტაფა, გავახურე ზეთი და... მეც გავახურე - თევზი, საფანელი, ცხელი ტაფა, რა სად მიფრინავდა! ჩემმა კივილმა კი, არამარტო ზევსი, ან ჰადესი, პოსეიდონიც კი, ამოაყირავა.
- ცხელ ტაფაზე ახტა! იმ ცხელ ზეთში ახტა! მკვდარი თევზი ახტა! - გავკიოდი.
შვილი თავზე მადგა, მე თავს ვიმართლებდი: - მგავდა! თევზი მგავდა, მართლა მე ვიყავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მე ვთვლი რომ ძალიან ძლიერია მე ვთვლი რომ ძალიან ძლიერია
2. ლექსის აღქმა და ცნიბიერებაში ასახვა გამიჭირდა. ლექსის აღქმა და ცნიბიერებაში ასახვა გამიჭირდა.
1. საოცარია, ღრმაა და განსხვავებული. 55555555555555 საოცარია, ღრმაა და განსხვავებული. 55555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|