ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2022


დღე უღიმღამო

მელანქოლიურ ფიქრების გამო,
თავს ვგრძნობ მიწაზე ისე, ვით გერი,
მორიგი დღეა ნი, უღიმღამო,
ირგვლივ არავინ და არაფერი...

და ჩემი მზერა ცაზე შემხმარი,
რა ვუყო ბოღმას შეუჩერებელს?!
ეჩურჩულება ფოთლებს კვლავ ქარი,
ისინი მაცდურს არ უჯერებენ.

სადღაც წვიმს ახლა, სადღაც ომობენ,
ყველაფერს ანგრევს დრო ულმობელი,
ნი, იცი თითქოს შემოდგომობით,
უფრო მტკივდება ნაჭრილობევი.

ასე მგონია, გაუფერულდა
დედამიწა და რა დარჩა მოკვდავს?
პატიმარივით გაუძლოს უნდა,
სიცოცხლეს, როგორც სასჯელის მოხდას.

მოსჩანს წარსული, როგორც ტიტანი,
ელის მომავლის ტყვედ ჩაბარებას,
უშენობა რომ გადავიტანე,
ნი, დამაბეზღეს ალბათ ქარებმა...

დანტე დარდიანი        25/09/2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები