ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკი555
ჟანრი: პროზა
9 მარტი, 2009


მტირალა ტირიფი.

  ვდგევარ პატარა ტირიფის ხის ქვეშ,შევყურებ მის უმანკო,მიწამდე ჩამოტოტილ ხელებს და ვერ გამიგია,
ნუთუ სიყრმიდანვე აქვს მას ეს სიმწარე,ბოღმა და საუკუნოვანი მწველი იარა?
ცხოვრების ბოლომდე არ შეუძლია ტანჯვას გაექცეს და ერთხელ მაინც აღაპყროს მზერა მაღლა ზეცისკენ.
  აი,გაზაფხულდა კიდეც,მაგრამ მას არც ეხლა გამოჰლევია ცრემლი.ტირის ტირიფი,ტირის პატარა ტირიფი და რა ატირებს,თვითონაც არ იცის.იქნებ მასაც შეუყვარდა ვინმე?შეუყვარდა გამოუთქმელად და მწარედ?რა,ტირიფს განა არ შეუძლია სიყვარული?რატომ?რახან უნარი არ შესწევს,რომ გვაგრძნობინოს?
აი,მე კი ვიგრძენი,ვიგრძენი და ვეცდები შევუმსუბუქო დარდი.

  ღმერთო!ნუთუ ყველა მეტყველ თუ უტყვ სულიერს აყენებ განსაცდელის წინაშე,ჩაუსახავ ზეციურ,
ღვთიურ ნიჭს,დიდ გრძნობას-სიყვარულს,მერე თავადვე მიანდობ თავისსავე ბედს,შენ კი შორიდან
უმზერ თუ,როგორ გაამართლებს იგი შენს ნდობას.

  პატარა მტირალა ტირიფო,ნუ გეშინია ცხოვრების რთული და ეკლიანი გზის,უფალს მოუნდია შენთვის
შენივე ბედი,დაუფლებიხარ ტკბილ ტკივილს სიყვსრულისას,როგორმე შესძელი გადალახო ყოველგვარი
დაბრკოლება,განიმსჭვალე მომავლის იმედით,ელოდე და აუცილებლად მოვა ბედნიერება...

  ბედნიერია ყველა,ვისაც სიყვარული შეუძლია.უსიყვარულობა წყვდიადია,საიდანაც ვერავინ გაიკვლევს
გზას და ვერ მიაღწევს ცხოვრებისეულ აღზევებას.
  გიყვარდეს და გწამდეს.ჩვენ ვართ ბედნიერების ღირსნი.
  დაე გვენახოს,აწ ბედნიერი,გაღიმებული პატარა, მტირალა ტირიფი...

                                         
                                                    მტირალა ტირიფი.

            ტირის ტირიფი და ტოტებშიც დაეტყო სევდა,
            მტირალა ფოთლებს აშრიალებს,ელევა სული.
            აზიდულ ალვებს მიაშტერებს მწუხარე მზერას,
              ცრემლს ვერ ილევს,ცისკენ უწევს ამასაც გული.

              ნუთუ მართლა სიყვარული მასაც ეწვია,
              და პოვნა უნდა ასასვლელი ზეცის ბილიკის.
              ალბათ ვერასდროს ვერ იპოვის მიწაზე შვებას,
              ეხ,ასეთია ხეთა შორის ბედი ტირიფის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები