ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2022


●●●(უნებლიე)

სათაურთან უნებლიედ დავსვი წერტილი...
ნიშანი იყო.
წერა კი არა,
უნდა მიმემტვრია საჩვენებელი.

მაგრამ მე ხომ...
ერთხელ წყლის პირას მშვიდად მჯდარი,
და მხოლოდ მერე,
ავტორის ჩანაფიქრის,
თუ მუზის კატეგორიულობის გამო,
ან სულაც ჟანრის კლასიკის მიხედვით გაგიჟებული, -
მოკლედ ჯონი ვარ.
თუმცა ეს ტექსტი ჩემზე არ არის,
ამიტომაც არ გადავუხვევ...

მთვარეს გავხედე,
ულვაშები ჩამოვარდნოდა.
მგონი უადგილო წერტილი არა,
უფრო სათაური აღაშფოთებდა.
შევცვლი,
წერტილსაც მოვაშორებ.

მე კი, რადგან დასავარდნი არაფერი მაქვს,
ყბის ჩამოვარდნას ხომ თქვენ ხელში გადავეჩვიე,
რაღა გამაკვირვებდა?!

ერთმანეთს ლამის დაენიძლავოთ  თავფურცლის გამო,
ვითომ ღლიცინებთ,
თან სამ თვეს  იცლით დასაკვირვებლად,
თან არად მიგაჩნიათ
აქაურობა.

ზოგი ლიტჯგუფში მიაცუნცულებს
სასხვათაშორისოდ.
განა რამე შეემატება?
ისედაც მეტს!
თუმცა ვინ იცის...

ასე ჯობია,
არ ღირს სხვისთვის ხელის შეწყობა.
სიჩუმეში უკეთ ისმის
წყალში პანჭყალი.

მთვარემ ულვაში წამოკრიფა,
მტკვარში ჩაყარა...
საწყალი ჯონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები