ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა ლორელაი
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2022


.....

მთელი სამყაროს სევდას იტევს
ჩემი თვალები, ჩემი თმები, შენი ხელები.
დაკარგულ ედემს მისტირიხარ, ლოცულობ გულით
ვერ დაბრუნდები...
არ მიგიღებს...
მინდოდა მეთქვა, ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო,
ლურჯ ქიმერების დევნამ ისევ არ გაგიტაცოს.
ნუ დაივიწყებ, სამყაროში ოცნების დევნას,
არ პატიობენ და რეალობამ,
თუ ხელი გკრა, ნაწყენმა შენზე,
სამუდამოდ მიიხურავ სიმშვიდის ჭიშკარს...
ძვირფასო ჩემო, ლურჯ ქიმერებს ნუ დასდევ ჩუმად,
ამ სამყაროში ოცნებები ვერ ბატონობენ, და თუ მოგინდა, დაბრუნება უკან, ედემში,
ჩემი თვალების ღმერთს შესთხოვე,
სუნთქვას ქარიანს.
აკრძალულ ხილს ნურასოდეს ნუღარ შესწვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები