ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2022


ამ ქვეყანაზე ვიდრე ვარსებობ

ახლა უფალი უნდა ვახსენო
და თვით წყალობა შევსთხოვო ჩვენთვის,
ამ ქვეყანაზე ვიდრე ვარსებობ,
ჩემი კაცობაც სიყვარულს ერთვის.

ისევ უფალი უნდა ვახსენო,
ქრისტეს მადლობა შევსწირო გულით,
ამ ქვეყანაზე ვიდრე ვარსებობ,
მწამს ღვთის შეწევნით ამ სიყვარულის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები