ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 ოქტომბერი, 2022


როგორც ამბორი პირველი

27 ოქტომბერი ერთ - ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ დღედ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. რამდენიმე წლის წინ, - 27 ოქტომბერს, - პირველად ვეამბორე მანდილოსანს ბაგეზე.

პირველ ამბორს გაუმარჯოს... პირველ ამბორის დროს მიღებულ სიამოვნებას! ალბათ ყველას განგვიცდია ეგ სიამოვნება, ყველას გვყოლია შეყვარებული. მეც განვიცადე ეგ სიამოვნება წლების წინ. ეგ ისეთი სიამოვნებაა, როგორც ლექსის წერის პროცესი... ჩემთვის ასეა. პირველი ამბორი - პირველი სიყვარულივით დაუვიწყარია!

პეტრე ბაგრატიონ - გრუზინსკის აქვს ნათქვამი:

„პირველ სიყვარულს თავისი დრო აქვს,
უკანასკნელს კი არა აქვს ვადა“.

პირველი სიყვარული პირველ კლასში მეწვია. პირველი სიყვარული ყოველთვის დაუვიწყარია. მე შეიძლება ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული არასოდეს დამავიწყდება.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

როგორც ამბორი პირველი

ერთი გოგონა მიყვარდა -
სიკეთის გზებით მავალი,
მკერდში ჩამიკრა თბილადა
ძველ კოლხთა შთამომავალი.

სამყარო გამილამაზა,
ამ გულში ჰპოვა ბინაო,
მთების შველივით ლამაზმა
ჩემს მკლავზე დაიძინაო.

ეს სიყვარულის ამბავი -
საამოდ გასაკვირველი
ამ ქვეყანაზე დარჩება,
როგორც ამბორი პირველი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები