 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 ოქტომბერი, 2022 |
ის ბორდიურზე ვერ დაჯდებოდა, იდგა შეწუხებული და აქეთ-იქით იყურებოდა.
-"დიდუბის" მერე მეტროს სამი სადგური დამატებია, გაშლილა გლდანი...
ორმხრივს ცალმხრივი გზები ჩანაცვლებია...
მაგრამ, ასე რამ გატეხა ხალხი? კაცი, თუ ქალი რას დამსგავსებია?
- უკეთესები თუნუქის მდინარეებს დაჰყვებიან, აწ უკვე ცალმხრივს. ცხოვრება, ბები.
- რა ცხოვრებაა ასეთი ახლა? ან როდის ყოფილა ადვილი?
- ახლა უფრო მძიმეა ფონი. თუმცა, რა ვიცი, სხვა დროში არ მიცხოვრია.
- ის მითხარი შენ როგორა ხარ?
- როგორც ყველა. მიმძიმს და ვზიდავ.
- რა გასულდგმულებს? რა გიხარია?
- რასაც სასიხარულოს ვნახავ, ჩემსას, თუ სხვისას. ფუფუნებაა საკუთარით ხარობდე მხოლოდ. სხვა ლეველია, დაბალი.
- ლეველი რაა?
- მარტივად დონე.
- დონეც არ ვიცი რას ნიშნავს წყალსაცავს მიღმა.
- სულის მდგომარეობას.
- მე კეთილსა და ბოროტს ვარჩევდი.
- ჰო, გრადაცია განიცადა მაგანაც მგონი.
- შვება რაშია?
- ჯანმრთელობაში.
- გარდა მაგისა?
- მე პოეზიას ვეკედლები, სხვები სხვა კედლებს.
- და სიყვარული?
- გადასხვაფერდა.
- მაინც როგორ?
- რომ გგონია გიყვარს, თურმე ტრავმებს იშუშებ.
- რომელ ტრავმებს?
- წინა სიყვარულისას.
- მაგრამ პირველი?
- ვიღას ახსოვს?!
- ესე იგი კარგად არა ხარ?
- რასაც შენ ჩემთვის ინატრებდი ყველაფერი მაქვს.
- მაშ საწუხარიც არაფერია?
- ასეც ვერ ვიტყვი... ყოვეთვის მაკლდი, ახლაც მაკლიხარ.
- მე შენით ვიამაყებდი?
- კი. უპირობოდ. ზუსტად ვიცი.
- ესე იგი მართლა კარგი ხარ.
- ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი.
- არც მიკითხია, ზუსტად ვიცი, მართლა კარგი ხარ.
- მაშ ადგილს რატომ ვერ ვპოულობ?
- რას გულისხმობ?
- მგონია რომ სადაც ვარ იქ არაა ჩემი ადგილი.
- შენ რომ ეყრდნობი იმ კედელმა ვერ გისაყრდენა?
- პოეზია? როგორ აგიხსნა, შენ რომ მიხვდე უფრო მარტივად?! ვოლიერში ხომ გინახავს გამომწყვდეულნი?
- ზოოპარკში?
- სწორედ იქა ვარ. სხვები გაწვრთნილან, დაუპყრიათ ცირკის არენა.
- იმათ შენატრი?
- არა, ტყეებისას. უმჯობესია თავისუფლება.
- იქნებ შეეშვა თავის წვალებას?
- ვიყო ბრმა და მუნჯი?! ეგ სხვა ლეველია, მაღალი. ვცდილობ და არ გამომდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თავისებურია.
თავისებურია.
1. ეს ძალიან, ძალიან მომეწონა, განსხვავებული, აზროვნება და საკუთარი ხელწერა აქვს ავტორს.
ეს ძალიან, ძალიან მომეწონა, განსხვავებული, აზროვნება და საკუთარი ხელწერა აქვს ავტორს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|