 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 7 ნოემბერი, 2022 |
მეასედ რომ შეეწირა, საიქიოს, ზვარაკად, სააქაოს განმგებელი გამოელაპარაკა ... უთხრა: "გშვიო კერპთ-მსახური, გშვი ანგარი, გშვი ლოთი, გშვი მემრუშე, მტაცებელი, მპარავი და ჩუკენი..." "მამობრივი მზრუნველობით" მიმართავდა "შვილო-თი", თვალებში კი მოუჩანდა საუკუნო უკუნი.
ახსენებდა ყველა ვნებას, ყველა სიამოვნებას, რასაც უხვად სთავაზობდა მხოლოდ სულის სანაცვლოდ. "... სულელი ხარ, აირჩიე ვიღაც ქრისტეს მონება, რომელმაც ვერ დაგიბლაგვა დასაკლავი დანაცო..."
"...გამოხვედი ისააკი, აბელი და ელია, - შენი იყო ეს ქვეყანა, რაც რამ არის ხილული..." ზვარაკს ყელიდან მდინარე სისხლი გამოელია და თვალები მეასეჯერ ნეტარებით მილულა. ... მეათასეც შეეწირა მერე, კიდევ, ზვარაკი, - გრძელდებოდა ამქვეყნის და საიქიოს არაკი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ცხადია. მადლობა, ნიკე.... ცხადია. მადლობა, ნიკე....
5. დანას ვერ დაგვიბლაგვებდა, მასთან ერთად არჩევანის თავისუფლება მოგვცა. კარგია. დანას ვერ დაგვიბლაგვებდა, მასთან ერთად არჩევანის თავისუფლება მოგვცა. კარგია.
4. მადლობა, ჩემო ძვირფასო ანუკ <3 მადლობა, ჩემო ძვირფასო ანუკ <3 მადლობა, ჩემო ძვირფასო ანუკ <3 :)
მადლობა, ჩემო ძვირფასო ანუკ <3 მადლობა, ჩემო ძვირფასო ანუკ <3 მადლობა, ჩემო ძვირფასო ანუკ <3 :)
3. კარგი ნაწერია იკა <3 კარგი ნაწერია იკა <3
2. კარგი ნაწერია იკა <3 კარგი ნაწერია იკა <3
1. კარგი ნაწერია იკა <3 კარგი ნაწერია იკა <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|