 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 იანვარი, 2023 |
სიცოცხლე შემთხვევითობაა. ყველაფერ იმას, რაც შემთხვევითი არაა წყალი წაიღებს. სწორედ შემთხვევითობაშია კანონზომიერება. სწორედ მის წარმოსაქმნელად არსებობენ მიზეზები და ამ მიზეზების წარმომშვები მიზეზები.
"შემთხვევითობა კი ჰქვია, მაგრამ მის უკან დგას რაღაც მარადიული" ჩვენ? ჩვენც წყალწასაღებად განწირულნი, მაგრამ იმ მარადიულის ნაწილები, რაც შემთხვევითობას განაპირობებს.
ერთმა ასეთმა შემთხვევითობამ სიცოცხლე მომიტანა . მეორემ ისევ მაქსიმუმი - შემინარჩუნა. მეტი რა უნდა მინდოდეს? არაფერი! მერე რა რომ მაქსიმალურად მეტკინა გული.
"როცა გინდა მაშინ მომწერე. რაზეც გინდა ვილაპარაკოთ. მიყვარს დიალოგები. ტექსტიც ისეთი მიყვარს, სადაც ბევრი დიალოგია."
დეჟავუ - ჩემი პირველი რეაქცია. განა ერთიდაიგივე მდინარეში ორჯერ შედიან?!
ისეთი არასდროს, არავისთან ვყოფილვარ როგორც მასთან, ისეთი მსუბუქი და თავისუფალი, ისეთი ფერადი, როგორც წყლის ზედაპირზე გაშლილი ლოტოსი. მაგრამ მაინც ფეკალიებივით მოტივტივე, - ჩემთვის უჩვეულო საქციელით. არასდროს, არავის ვაღმერთებდი, ესეც ჩავიდინე.
რაც იყო, იყო. მდინარის თვისებაა თვითგაწმენდა. მაგრამ ძლივს დაწმენდილზე ნეტავ რატომ ჟღერს ასე მაცდურად - "ვილაპარაკოთ" - გამონათება ღრუბლიან ცაზე. მზერას მოგტაცებს. გახედავ, იტყვი: ალბათ იწვიმებს! და ისევ ჭერქვეშ შეიმალები. რადგან არ იცი, ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა რით დამთავრდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|