ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭარელი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2023


ვერ მოვედი

ბებოს ძახილი დამესიზმრა.
მარტოდმყოფის,
რომ ვერ სუნთქავს და ხელოვნურად აცოცხლებენ.
ბოლო მესიჯი დამიტოვა,
დამესიზმრა ეგრე იყო.
რომ გავხსნა მისი ტელეფონი ალბათ ვერაფერს ვიპოვი,მაგრამ აბა რატომ დამესიზმრა.
ბებო ხომ მეძახდი???

მოვალ,ბე.
ამ დღეებში რაღაც საქმეები მაქვს და მერე გამოგივლი.
მოვალ ბე,
ამ დღეებში რაღაც საქმეები მაქვს და მერე გამოგივლი.

შენ რომ მთხოვე კედლის შეღებვა და ვერ მოვედი,

მთელი სახლი გადავღებე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები