ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პროზა
23 თებერვალი, 2023


"დედამიწის გაქანების ადამიანი"-ს ფრაზები

რატო მაზარებს ჯერ არამდგრადი რეალობა,
თუ აღარ ვცოცხლობ დარდისაგან.

არაფერია უშნო სიმძიმილი მათ ღიმილთან,
სიბერემ თუკი სიცილი გამოგიწერა.

ვიწექი ლოგინში და ვფიქრობდი დღევანდელზე,
ხვალ რომ მეცხოვრა და მეთქვა მიყვარხარ.

ისინი უჩემოდ არსებობენ,
მხოლოდ უნდა ჩავეტიო მათში.

ბურთით თამაშობს და იცის, დედა აქვეა,
ჭაღს თუ გატეხავს, ცოტათი მაინც გავუბრაზდები.

გამორთეს ტელევიზორი,
ჩემი ფიქრები ჩაირთო.

გვისმენენ და დასტურად თავს გვიქნევენ ადამიანები,
რაღაც მაინც ვერ გაიგეს.

მე გავიგე, რომ ის უნდა მესმოდეს,
რისი გაგებაც არ მინდა.

ჩვენ ყველაფერი გვინდა, არ ვიცით, რისთვის..
რაღაც მაინც გვინდოდეს კონკრეტულისთვის.

გვწყინს რომ ვიზრდებით,
დასასრულის გარეშე არც გავჩნდებოდით.

გარედან მწვანე ლერწი, რაც ასე გიზიდავს, შიგნით ჭაობი, რაც ასე გვითრევს,
და აი, ყველაფერი ლამაზი უსაფრთხო როდია.

მეწვის კანი, მესხმის თავბრუ,
დედამიწის გაქანების ადამიანი სხვანაირად როგორ იცხოვრებს?!

ლოდებად დამცემია ცხოვრება, ვისრისები და თბილი ცრემლით ვისველებ ტუჩებს,
მომილოცეთ, მიცხოვრია მსხმოიარე ვენახივით გამოფიტულსა და შემდგარს.

ინჰალატორი აფრქვევს ნატრიქლორს,
გადაეწყო ხველა ქრონიკული ბრონქის ჩაკირებამდე, ეს ზამთარია.


ინგლისურად უყურებს და არ მისმენს,
მაინდფულნესის უნარია, რასაც ჩვენგან ვეღარ სწავლობენ, ჩვენ კი ათვისების უნარი დავკარგეთ.


გემრიელ ბატიბუტს აკეთებო,  მზესუმზირაზე მეტად კბილებში მოსახვედრს, იღეჭებოდესო შენი ლექსივით მჭახედ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები