ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2023


ჩამოვიტირებ ხოლმე

-

ჩამოვიტირებ ხოლმე - 
სადამდე დაეცა ჩემი ქალობა,
მუხლამდე?! კოჭამდე?! ტერფამდე?!
კიდევ ქვემოთ?!
არადა, ამდენი ქვემოთ ჩასვლები,
ასეთ მუდო ღამეებში,
უპენუარო, ქაფქაფა ტანით...
კოხტაობიდან გამოსული მუცლით...

ვინმემ მითხრას,
რა უნდა ჩავიდინო კიდევ ქალმა
ისეთი გაუბედავი ავზნეობა,
რომ პირდაფჩენილი დაგტოვოთ.

-

ჩამოვიტირებ ხოლმე -
სადამდე დაეცნენ
ეს ჩემი ლაფდასხმული ლექსები?!
ქაოსურ დღეებთან
მოშრიალე ნერვები?!

უეცრად რომ, შუაღამისას,
საყვარლის იღლიაში ცხვირ-პირი შევფუთნო,
მიმეძინოს მშრალს და დაუქანცავს,
და ფშვინვამ შემარცხვინოს,
აღარ მივცე პასუხი მის კითხვას ნათელზე,
გემრიელად მეძინა თუ არა... 
ან, საერთოდ, მეძინებოდა კი?!

-

ჩამოვიტირებ ხოლმე -
სადამდე დაეცა ჩემი ხმა,
ჭურამდე?!
საფლავამდე?!
ქვესკნელამდე?!
რას ფიქრიანობ, ჩემო ავთვალო,
არ აუღალატდე მზერას,
მოთოკე, გულო, დარდიანობა!
ხომ გვახსოვს, გაგვაგონეს,
მკუხეები ცვივიანო.
რას მოთქვამ, ჩემო სინდისო,
არცა მამისო, არცა დედისო, არცა დისო!

-

ჩამოვიტირებ ხოლმე -
სადამდე დაეცა ჩემი დაღლა
გასარეცხ ჭურჭელთან?!
გამოსაგავ ოთახთან?!
გამოსახარშ თეთრეულთან?!
მართალ სიტყვაში,
სადაც ჩემგან ნაგინები წელში გავმართე,
მივეცი სწორი გზა-კვალი,
ვუსახსოვრე პატარა ჯორკოც,
რომ ჩამოჯდეს და მიხვდეს თავის ტრაკსადებს.

სხვისგან ნაწყევარმა მომცა ღონე,
ცრემლიც მომცა,
სათქმელიც მომცა, ადრიანად მოღვინებული.

-

ჩამოიტირე ხოლმე -
პირო ჩემო,
ენაწყლიანო, ბრიყვო და ცხელო,
მიდი, აიშვი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები