ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2023


ტბის ჭია



-
სჯობს, თავშივე იწკრიალოს მისამღერმა -
დარჩეს ეს ტბა წყლიანი,
ხმიანი კი - პოეტი.
შეიმოსა ტაბ)იძე,
ტაბ(აღუამ გაიძრო.

-
,,ყვითელ ფოთლით შეიმოსა,
გაზაფხულის მთა და ველი"...

ახალ გაზმორებულზე,
ტანშიშველი, ცინცხალ გაზაფხულში
მთიდან რომ ტბას ჩახედავ,
ირგვლივ - ტყის სიმწვანეში გამომწყვდეულ სისველეს.
ქალი თუ მივხვდები ამ დროს,
როგორ შეიფუთო საჩუქარივით და
მიუძღვნა თავი კაცს.
რად უნდა ბევრი ფიქრი,
დაისვამ ბაფთას ჭიპის დაღმა და
ეგაა მთელი ხონჩა,
ეგაა მთელი ტბის სიღრმეც.

-
რა კარგია ეს სილაღე,
რა კარგია
ერთი კოცნით კაცისგანაც გაქცევა.
ჩატოვებ არეულ საწოლში,
ქვეშსაგებში შეუკუჭავ წერილს:
საყვარელო, გავიქეცი,
შეგიძლია, კარიც აღარ ჩახერგო.
შეაქანებს ვითომ გულიც,
გამოწუწნის პირში ტაბლეტს...
გაიქარვებს თავისებურ შფოთვას .

-
გამაგონა ახლობელმა:
,,დაუყრუა, ბოლო-ბოლო,
ტაბაღუამ მხოხავ ტაბლას"?

შემომძახა იმ სიმაღლემ:
,,გოგო, შენ ხარ ტაბაღუა"?
გადასძახეს სიმაღლიდან:
,,ესაა, ბესიკ, ეს".

-
მაჩაბლიდან თავდაღმართში ჩავუყევი, ვიღიღინე -
ახლა წავალ ტაბახმელას,
ტაბაკინზე ხომ სულ ვაფრენ.
ჩემი არის ასე წერა,
ვინ გაბედოს, ზედ დამადოს ტაბუ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები