 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2023 |
მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ გულწრფელად უწოდონ მეგობარი მას, ვინც მოეწონათ, ვისთანაც თამაში უნდათ, არ დაგიდევენ ხვალ რა იქნება. ზრდასრულებს არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, ვფრთხილობთ ,- არ ვტყუით. დრო თავად გვეტყვის რა და როგორ.
ახლა დავაა საქართველოში, ვინაა ჩვენი მეგობარი, ან არის თუ არა ის, ვინც გვინდა. მადლობა ღმერთს რომ მტერზე მაინც ჩამოვყალიბდით. არ მოერიდნენ, ერეკლესაც, მასთან ერთ წინადადებაში , ეხსენებინათ სიტყვა ღალატი. ან მეტისმეტი ტკივილისგან, ან... მე ასე მჯერა ... მინდა მჯეროდეს. ლოგიკაც ხომ ამას მკარნახობს,- ვერ იქნებოდა ის მოღალატე, ვერც ბავშვივით წრფელი. განა სურვილი ამოძრავებდა? გარემოება! - გამუდმებით, სუფლიორივით რომ გვკარნახობს მყიფე ნაბიჯებს. მაგრამ ამ შიშით, - გამოვადგებით? გამოგვადგება? უარს ვერ ვიტყვით მასზე, რაზეც უკეთესი არაფერია, რაც დროს უძლებს და მანძილიდან უკეთ იცნობა. დრომ კი გვაჩვენა, რომ გენZთაობას, ჩვენი გაძლებით და გადარჩენით მივეცით შანსი არჩევანისა, ვინ გაიყოლოს, ვის გაყვეს გზაზე და თვითგვემას ნუ მივეცემით, - რა დავუტოვეთ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|