- რატომ შეწუხდით, რა საჭირო იყო ამდენი ყვავილი ხალხო. მაპატიეთ, ასე უკულტუროდ წოლა ვერ გეგებებით. აქვე ააყუდეთ ფერხთით, თავად მოვუნახავ საყვავილეებს. დასხედით, არ დაიღალოთ. დაუთავებულ და თბილ ცხვირსახოცებში ჩარგული სახეები გაასწორეთ, თავს რომ ძალით აყანყალებთ. დამალეთ არ მომდგარი ცრემლი, დამალეთ დღეს ლხინის დღეა. როგორ მაღლდება თქვენი მზერა. ათვალიერეთ კედლის კუთხეში ობობას სახლები, არავის ეცალა მათ დასანგრევად. ყველაფერს ხედავთ და ვერც კი ამჩნევთ, ფარდის საჭერში მოტანიებულ სულის ფართხალს. ვინმე გულიანმა გაბედეთ, ჩემს სახელზე ნაყიდ როიალს მოაშორეთ ეს შავი სუდარა, დაუკარით! მე გაძლევთ ნებას დაუკარით! დღეს ლხინის დღეა. ჰალსტუხებისაგან შეწუხებულო მამაკაცებო გიბოდიშებთ, ვერ გამკობთ კომპლიმენტებით. ფრთხილად შემომიფარგლეთ წრე, მარცხენა კუთხეში გადაკეცილ ხალიჩაზე ფეხი არ წამოჰკრათ. ისე გადით აქედან გაფიცებთ კაცობას, აივანზე რომ უსაქმური ფულის მკერფავი მეზობელი ზის, კაპიკიც კი არ მისცეთ. ეზოში დამელოდეთ, ჩრდილში მზემ არ შეგაწუხოთ, მეც მალე მოვალ, დღეს ლხინის დღეა. -მამაჩემო საათს ნუ უყურებ, მალე უნდა გავიდე. -დედაჩემო ნუ მოთქვამ, ნუ მეძახი საცოდავს, მე შენ უფრო მეცოდები ხვალიდან. -შვილო ჩემო მაპატიე უჩემობა. -დაო ჩემო თუ ღმერთი გწამს, ნუ მიხსნი ღილებს პერანგზე, იქ სიცივეა. -ძმაო ჩემო ღვინო ხომ ბევრია? დღეს ლხინის დღეა. ნუ საყვედურობთ მეზობლებო ბავშვებს! ირბინეთ ბავშვებო ლიმონათებით და იმ აკორდეონიან ძიას წვივზე წიხლი მიარტყით, გააჩეროს ძალად ნამღერი სიყალბე. ირბინეთ ბავშვებო! ირბინეთ! დღეს ლხინის დღეა. დამღალა ბრჭყვიალა ჭაღის ყურებამ, შემოდით! გამიტანეთ! მაჩვენეთ მზე სანამ ეზოს მოეფერა. გემშვიდობით, არ ჩამობერტყოთ მკუხე სიტყვები უგემურია. სადგომს პირქვე ნუ დაამხობთ, დაწვით! გავყვები მხრების დინებას ჩემივე ხის ნავით, ოღონდ გზადაგზა არ დაღვაროთ ყვავილები, ოღონდ ბოლო გაჩერებაზე არ მიმაცილოთ, წადით! დანაყრდით, დღეს ლხინის დღეა. -მოვედი მესაფლავე, რა ახლო ყოფილა ეს გზა. ვწუხვარ, დაღლიხარ. ჩემს ტანში ბოლო ღამენათევი სულიც კი დავღალე. განა გგონია ახლა სადმე გავიქცევი? ასე გამეტებით რომ მაჭედებ ლურსმნებს.
-ღამდება მესაფლავე, მანდ ისევ მზეა?! უთხარი მაგ ხალს არ ხარჯონ ცრემლი, წავიდნენ დალიონ, დღეს ლხინის დღეა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ფარდის საჭერში მოტანიებულ სულის ფართხალს. - მაგარია
გავყვები მხრების დინებას ჩემივე ხის ნავით, - ესეც
შემზარავი ფორმით გადმოცემული გასვენება შემზარავი კი იყ, მაგრამ კარგად გადმოცემული
ყოჩაღ
ფარდის საჭერში მოტანიებულ სულის ფართხალს. - მაგარია
გავყვები მხრების დინებას ჩემივე ხის ნავით, - ესეც
შემზარავი ფორმით გადმოცემული გასვენება შემზარავი კი იყ, მაგრამ კარგად გადმოცემული
ყოჩაღ
3. შემზარა. მსგავსი და უფრო მახინჯი "ფოლკლორი", (თუ არც ვიცი რა დავარქვა ამ საშინელ ტრადიციას,) ბავშვობაში თავად გდამხდა. აღარ დაგამძიმებთ მოგონებით. შემზარა. მსგავსი და უფრო მახინჯი "ფოლკლორი", (თუ არც ვიცი რა დავარქვა ამ საშინელ ტრადიციას,) ბავშვობაში თავად გდამხდა. აღარ დაგამძიმებთ მოგონებით.
2. Ცხვრის შილა უგემრიელესია. Უნდა ჭამო და მერე ნახე შენ, როგორ გაგეხსნება ფანტაზია. " არ დაიდარდო" გამახსენდა რაღაცით. Დანელია ფილმი. Ნაწერი არ მომეწონა. Რაში აინტერესებს, მარა მაინც Ცხვრის შილა უგემრიელესია. Უნდა ჭამო და მერე ნახე შენ, როგორ გაგეხსნება ფანტაზია. " არ დაიდარდო" გამახსენდა რაღაცით. Დანელია ფილმი. Ნაწერი არ მომეწონა. Რაში აინტერესებს, მარა მაინც
1. ვნების კვირაა და დავდებ აქაც.
ეს ტექსტი 2020 წელს დავწერე. წიგნშიც შევიტანე. მახსოვს, წერის დროს შიშისგან ლამის გული შემეკუმშა. ტექსტში იმერული ქელეხის ამბებია, წარმოსახვით მკვდარი მე ვარ და ესაა ჩემი ირონიული პროტესტიც, რომ ქელეხი ამაზრზენია (სმა-ჭამა ჩასკდომებს ვგულისხმობ) ტექტსზე სამუშაო მაქვს პიესის ფორმით წარმოგიდგენთ ახლო მომავალში.
წლებია ქელეხის სუფრას ვგვმობ და კარგია რო ცხვრის შილა არასოდეს გამისინჯავს. ვნების კვირაა და დავდებ აქაც.
ეს ტექსტი 2020 წელს დავწერე. წიგნშიც შევიტანე. მახსოვს, წერის დროს შიშისგან ლამის გული შემეკუმშა. ტექსტში იმერული ქელეხის ამბებია, წარმოსახვით მკვდარი მე ვარ და ესაა ჩემი ირონიული პროტესტიც, რომ ქელეხი ამაზრზენია (სმა-ჭამა ჩასკდომებს ვგულისხმობ) ტექტსზე სამუშაო მაქვს პიესის ფორმით წარმოგიდგენთ ახლო მომავალში.
წლებია ქელეხის სუფრას ვგვმობ და კარგია რო ცხვრის შილა არასოდეს გამისინჯავს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|