ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2023


შეთენებულზე


-
სანამ უბიდან სისხლი წამსკდება
და უვარგისი დღეები გაიჯეჯილებს,
შემიძლია, სანთელს სანთებელა მივცე, ხატისპურს - ცუკატი, ლექსს - ხმა,
ფუჩუნითაც ჩავუთქვამ სურვილს.

ასე გრძელდება ეს გაზაფხული -
შემორჩენია უშნო სისველე
პირდაღმა კრამიტს, ღუმელის მილსაც.

გავცქერი ეზოს მეძუძურ კატას,
რკინიგზის მხარეს
დააჩერჩეტებს ქარი თავსაფარს.

ვერ დამიშიშვლა შუშაბანდებიც
გამვლელი კაცის აცაბაცობამ.

არადა, შეთენებულზე
პირში წყლის გამოვლება
და სველ ბამბაზე ხორბლის გაბნევა
ისეთი სიქუნქულეა,

ვინ მიმიხვდება, ამ ქუნქულში
რამხელა მუდო პოეზიაა,
კრუხივით მობუსხული და მოყრუტუნე.

მაღლდება მზერაც ნაძვებში, ცაში,
თოკიდან თოკზე
გადაფარჩხულა კაბა - შარვალზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები