მე ვიქნებოდი (ასე,მეწერა) მხატვარი დიდი, გავშლიდი მოლბერტს მიწიდან-ცამდი, ლურჯ აკვარელში თითებსა და ფუნჯს ამოვთხვრიდი შენს დიდ თვალებში,სევდიანში , ღრუბლიდან წვიმებს ჩამოვასხამდი. მიუსხდომოდნენ ყველანი ერთად, გაშლილ თეთრ სუფრას, მამა, ძმა , დები ... ღვთის სადიდებელს იტყოდა მამა . ლოცვის შემდეგ,კი, პურს გატეხავდნენ, მე,ერთ ლუკმას , ვიკმარებდი . ვიმყოფინებდი. მე დავხატავდი მზეს, მთვარეს,აპრილს, ალუჩას , ივლისს. შევიყვარებდი, იმ გოგონას, პრანჭიას,კოხტას, დღეს, ჩვენს ქუჩაზე ჯინსებით რომ აივლ-ჩაივლის , იმ ჩვენს ფანჯარას რომ გაჰხედავს, აივსება შეუცნობელი სურნელებით თეთრი ყვავილის. უცნობ,უფლისწულს ელოდება რაშზე შემომხტარს... ამ დროს,არ იცის,მის წინაშე, უტიფრად ცრუობთ. ამ დროს,არ იცის: მასთან,უკვე ,არავინ მოვა. რადგანაც, იგი მას მოუკლეს, დაბადებამდის... თვითონ, ლოდინში დაბერდება უსიყვარულოდ. ვეღარც დავხატე , ვერ ვიტრაპეზე, ვერ შევიყვარე. ლურჯი იები ვერ მოგართვი დედების დღეზე. სამარეც არ მაქვს ...საფლავის ლოდიც.. ისე ,ამკაფეს დაბადებამდე,ჯალათის დანით., სანამ ,გნახავდი, დამინახავდნენ, დამინახავდი...
...თავგამეტებით ვაწყდებოდი სისხლიან კედლებს. . არ ვნებდებოდი... ჩემი სივილი გაიგონეს ანგელოსებმა. ამომკრიფეს და ღვთისმშობელთან, ამზიდეს მკლავით. მწარედ ტიროდა ,ცვიოდა ცრემლი , იმოსა სევდა, მან კარგად იცის ,რა ძნელია , როცა ძეს კლავენ.
არ ვნებდებოდი,ვაწყდებოდი კედლებს მტირალი. სასოწარკვეთა, რომ გაგეგო , ვეღარ მომკლავდი, რადგან დედები შვილებისთვის თავსაც სწირავენ. ჩემი ხმა ოდნავ ,ოდნავ მაინც, რომ გაგეგონა, ვიცი, არაფრით აღარ მომკლადი.
მე რომ მეცოცხლა ,დავხატავდი ხალხმრავალ ოდას, მე რომ მეცოცხლა, ვიქნებოდით ძმები და დები, და ვიკმარებდი,ლუკმას რასაც მიწილადებდი. ძნელია,როცა,უნაყოფოდ, ატმის ხე ხმება. იმ გოგონასთან ბევრი შვილი მეყოლებოდა. ჩვენ,არ მოვკლავდით უსუსურ შვილებს, შვილებს, რომელთა ( სამყაროში) არ ესმით ხმები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან მტკივნეული თემაა.
ძალიან მტკივნეული თემაა.
6. ...თავგამეტებით ვაწყდებოდი სისხლიან კედლებს. . არ ვნებდებოდი...
ცრემლი მომადგა :( ...თავგამეტებით ვაწყდებოდი სისხლიან კედლებს. . არ ვნებდებოდი...
ცრემლი მომადგა :(
4. ნინო დარბაისელი. 2023-04-03 20:40:53
ნინო,ძვირფასო,გამახარეთ. ნინო დარბაისელი. 2023-04-03 20:40:53
ნინო,ძვირფასო,გამახარეთ.
3. მუხა. 2023-04-03 20:35:16 უღრმესი მადლობა ჩემო ქალბატონო. მუხა. 2023-04-03 20:35:16 უღრმესი მადლობა ჩემო ქალბატონო.
2. გული დამწყდა, რომ ასეთი კარგი ლექსი ასე დაუდევრად, დაჭმუჭნული ტანისამოსით მოგვიყვანეთ გასაცნობად. ცუდადაა ძალიან აკრეფილი, მაგრამ რაღა ეშველება ამ დადებაზე. შეფასება: კარგი, თუმცა მეტს იმსახურებს და ვიტყოდი, რომ სათავფურცლეა გული დამწყდა, რომ ასეთი კარგი ლექსი ასე დაუდევრად, დაჭმუჭნული ტანისამოსით მოგვიყვანეთ გასაცნობად. ცუდადაა ძალიან აკრეფილი, მაგრამ რაღა ეშველება ამ დადებაზე. შეფასება: კარგი, თუმცა მეტს იმსახურებს და ვიტყოდი, რომ სათავფურცლეა
1. საოცარი ემოცია მოდის, შედევრია საოცარი ემოცია მოდის, შედევრია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|