ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2023


დრო

მიჰქრის ტატოს მერანივით,
ვერასოდეს დავეწევი,
თუმც სრულიად ჯანმრთელი ვარ,
სიგარეტსაც არ ვეწევი.

დრო სიმართლის მხარეზეა,
დავაფასოთ სანამ დროა,
დღემდე ცოცხლობს საქართველო,
ომის ცეცხლმა შთანთქა ტროა.

ისევ მიჰქრის მერანივით,
ვერ გავუსწრებთ, - რომც გვინდოდეს,
დრო - ამ ქვეყნის გაბრწყინების
ნეტავ მალე მოვიდოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები