 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 19 აპრილი, 2023 |
"- ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია." ფიოდორ დოსტოევსკი
ბატონო ჩემო, შეგედავებით: სიყვარული შეუძლებელი ჩვენით გამხდარა, ობიექტის მაძიებლებით, ობიექტების, ვისთვისაც შესაბამისად მოვიაზრებით. სად ბრძანდებოდით, როცა ამას ამბობდით?! მე სალონური თბილისის მზის ქვეშ , თითქმის მარტო ვარ და არ ვიწუხებ თავს სალონებით. სალონი რაა? უფრო სიტყვა "კუტოკი" და ზმნა " დააკვდება" აქაურობას...
და მაინც მიყვარს ის სალონები, სადაც ფეხი ვერ მოვიკიდე, მერე რა რომ ზოგან ნეკი, ზოგან არათითი და ცერი დავკარგე, როცა კარებში მომაყოლეს,- ვერ შემამჩნიეს. თითებს არ ვჩივი, სადაც გამოვჩნდი და დამინახეს, გაღიზიანდნენ, ტყავი გამაძრეს,- ასე არა და ისე უნდაო. მე მაინც მიყვარს, რადგან მაძლევენ ღიმილის მიზეზს, ირონიული ნუ გეგონებათ, მხოლოდ ნამდვილი,- რადგანაც ვუგებ. მერე რა, რომ ვერ ვუფართოვებ მათ თვალის გუგებს.
ლავანდის მინდორს რომ ჩაუვლიან და ქალს ნახავენ, უნაზესს, ასევე თეთრი, უნაზესი კაბით შემოსილს, უნდა იცოდნენ, ქალი კი არა, მე ვარ მისი ლავანდასთან ნაზი შეხება, ანუ არარა. სანამ არარა არ იქნები, ვერ იქნები მანამ ვერავინ და თუ ვინმე ხარ სიყვარული ვერ იქნება შეუძლებელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. :) გმადლობთ. :) გმადლობთ.
3. აქ - ყოველთვის არის რაღაც საინტერესო აქ - ყოველთვის არის რაღაც საინტერესო
2. :) მადლობა, მუხა. :) მადლობა, მუხა.
1. ჩვენი პოეტი ფილოსოფოსი, სანამ არარა არ იქნები, ვერ იქნები მანამ ვერავინ და თუ ვინმე ხარ სიყვარული ვერ იქნება შეუძლებელი. ჩვენი პოეტი ფილოსოფოსი, სანამ არარა არ იქნები, ვერ იქნები მანამ ვერავინ და თუ ვინმე ხარ სიყვარული ვერ იქნება შეუძლებელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|