ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 აპრილი, 2023


●●●(გამოცანა)


ყინულის დნობას
მხოლოდ მზეს თუ უკავშირებთ, 
ცდებით!
ცდებით,
როდესაც  სხვებისათვის არასდროს ცდებით!
არ დაიღალა ეს მკითხველი
აქაური "წერითი ცდებით".
და თუ აქამდე ვერ მიმხვდარხართ,
ვინ ვიგულისხმე?
მაშ, ნუღარ ცდებით.


სულ არ აღელვებს,
ღირებულების თვალსაზრისით
რა დადგინდება,
ჩამოარიგებს ხუთ-ხუთ ქულას და, -
ურაკპარაკი
ნულებისგან გაიწმინდება.



ალბათ გგონიათ ბოლოსკენ
მის სახელს ვიტყვი,
ვინც კომენტარებს
ჩამოადნობს ხოლმე კეთილი სიტყვით.
რა საჭიროა?
აქაური  მკითხველი თუ ხართ,
მაშინ მიხვდებით,
რომ ეს არის ერთგული "●●●●"!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები