 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2023 |
"გთხოვთ, ნუ მიეყრდნობით კარებს",- ჩვეულ რეჟიმში გაისმა ხმა. უკვე გვირაბის სიღმეში, მატარებლის გაბმული სიგნალის გამო, შიში ვიგრძენი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი, ეს მემანქანის შიში იყო,- ვაი, თუ !...
როგორ ბანალობად გვეჩვენება ყველა გაფრთხილება რომელსაც ვეჩვევით.
გთხოვთ, ნუ მიეყრდნობით კარს, ვაი, თუ გაიღოს... ვაი, თუ ვერასდროს გაიღოს... და საერთოდაც, ნურაფერს დაეყრდნობით, ნურც სხვას და, არც საკუთარ თავს დაეყრდნოთ. აყოლა თუა, ჯერ წყალს გაყევით, მერე ქარი სცადეთ, ბოლოს მზის სხივი, თუ ამას შეძლებთ. მანამდე კი, "გთხოვთ, ნუ მიეყრდნობით კარებს!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგია,
ნურაფერსაც ნუ დაეყრდნობით
ნუ მიეყრდნობით კარგია,
ნურაფერსაც ნუ დაეყრდნობით
ნუ მიეყრდნობით
2. ადრე, მეტროში ორ ენაზე იყო წარწერა, ქართულად და რუსულად: ნუ მიეყრდნობით! და Не прислоняться! Не при-слон-яться-ს ხუმრობით თარგმნიდნენ და წერდნენ: ნუ ე-სპილო-ებით!
ადრე, მეტროში ორ ენაზე იყო წარწერა, ქართულად და რუსულად: ნუ მიეყრდნობით! და Не прислоняться! Не при-слон-яться-ს ხუმრობით თარგმნიდნენ და წერდნენ: ნუ ე-სპილო-ებით!
1. "გთხოვთ, ნუ მიეყრდნობით კარებს!" მე ძალიან ფრთხილი ვარ! "გთხოვთ, ნუ მიეყრდნობით კარებს!" მე ძალიან ფრთხილი ვარ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|