ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2023


ჩვენი ზღაპარი

მიწურულიყო, უკვე, იგრიკა,
ტაძარს ათბობდა აღდგომის ხატი.
ემატებოდა ლექსებს ლირიკა,
დრომ ვარდობისთვე გამოირიყა
ჰორიზონტზე კი გამოჩნდა ხვატი.

ოჯახში, უკვე, ხუთნი ვიყავით, -
ლაშაგიორგი შემოგვემატა.
ღამე - დილამდე გაგვქონდა ყავით,
სახუმილავი სამად დავყავით...
ქვეყნისთვის შვილი აღარ გვემართა.

მომავლის ჭვრეტა არ გვჭირდებოდა,
მკითხავები და "წმინდა" ბერები.
იქნებოდა თუ არ იქნებოდა,
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!
დღესვე ვიყავით ბედნიერები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები