ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2023


●●● (ატიქიფობია)

ადამიანებო,
ნუ იყოყმანებთ, 
არსად მოიცვალოთ ფეხი.
დამხვდით.
თქვენ,
ის ცვრიანი ბალახი,
გნებავთ ნაპირი ხართ,
ან მიწა ფეხქვეშ,
თუ სიცოცხლე, -
(ნუ, რაც არის!)
რასაც უნდა ვგრძნობდე,
შიშმა რომ დამტოვოს.
ხომ გესმით,
ცოდნის მიღმა,
გრძნობებზე დაყრდნობა
რა სახიფათოა? -
ფეხის მოცურებას
ნაკლებად ჰგავს,
მოცურება რაა?
ერთი დაზღნერთება,
გინდ მოტეხილობით,
გინდ თავის გახეთქვით
და ტვინის დანთხევით.
(მაინც მატლისაა ეს პლანეტა)
ეს
ოკეანის სიღრმეში,
უკუნეთში დაივინგს,
ან
ატმოსფეროს მიღმა
უწონადობას ჰგავს,
დრო რომ საკმაო გაქვს  გასაცნობიერებლად იმის,
რასაც დაგიტოვებს შიში.
(თუ დაგიტოვა რამე)
ჰო,
კარგით...
ვიცი,
უკან მოსაბრუნებელი
გზა  რომ არ არსებობს,
ვიცი,
თქვენი იმედი არ უნდა მქონდეს.
ვერასდროს მიმიღებთ.
ჰოდა,
მაგიტომაც გეუბნებით,
რომ არ იყოყმანოთ,
ნუ დამემსგავსებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები