ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2023


კაცობრიობა

...
კაცობრიობამ იარა,
იარა,
იარა,
იარა
თან მერყეობდა:
კი? არა?
კი!
არა!

...
კაცობრიობამ იარა,
იარა,
იარა,
იარა
და ღმერთი არ აღიარა,
ჯვარს აცვა,
დააიარა.

...
კაცობრიობამ იარა
და გადაიქცა "პიარ"-ად.

...
კაცობრიობამ იარა,
იარა ბევრი მილი, იარდი,
იარა,
იარა,
იარა
და გახდა შვიდი მილიარდი.

...
კაცობრიობამ იარა,
იარა,
იარა,
იარა
და ამჯობინა "არა" - "კი"-ს
და შერჩა ბირთვულ იარაღს
და მორჩა მისი არაკი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები