ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2023


ვაზი ვარ



-
იმ დღეს, კაცი გამოვნახე,
არც წყლის პირას,
არც სმის პირას,
არც მჯდარი და არც ამდგარი.

იწვა, როგორც თბილი მკვდარი
ისე, როგორც მომწონს.

არცა უცხო,
არც მტირალი,
უნდოდა და იწვა.

ჩავუჯექი, გავუბედე, გრძელი სალაპარაკო...

-
სცადე, თვალი შეაღვიძო,

აბა, ქალზე ტლიკინობა, რა კაცების საქმეა?!
კაცის ძალა როდია ენაში, მკლავშია, მხრებშია,
დიდრონა თვალებშია,
ელვა- შესაკრავშია...

შეხედე, როგორ ვმწიფობ, როგორ გავზრდილვარ.
შემაქე, რა ლამაზი ვარ, როცა ვაზივარ მაღალ ვაზას.

-
ის ხომ გახსოვს, რომ ვეკიდე ყუმ ტალავერს.
ვძიმდებოდი, ვიხრჩობოდი.
ამომხედე, ამოძვერი, თითიც მომიცაცუნე,
ისე ჩუმად ჩამომხსენი,
ისე ფრთხილად წამიღე და შემიტყუე მარანში.

ველოდი, როდის ამოიღებდი იმოდენა ხმას მღვრიე პირიდან, როგორც დამნაშავე მდინარე,
ზღვისკენ გაძურწული, ,,არიქა" ამბების ჩამტანი.

-
სცადე, ფიქრი დაალაგო,
აბა, ქალი ამოხოცო, რა კაცების საქმეა?!
შენი შარვლის ელვა- საკვრელს,
წუხელ პირი დარჩა ღია,
შევებრალე, სასიკვდილოდ,
სიცოცხლეზე გადამრია.

საოცარია, ჰო?
როცა, ღელეც ვერა ღელავს,
შენ კი წევხარ, ისვრი ხელებს,
ისე, როგორც მოგწონს.

-
სცადე, ყურიც შეიბერტყო,
აბა, ქალს რომ ეჯინაო, რა კაცების საქმეა?!
მუსიკასთან ხომ ახლოს ხარ?

,,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან",
ბლუზში ყველა ვაზი ვართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები