ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
12 მაისი, 2023


George Gordon Byron - Stanzas For Music: They Say That Hope Is Happiness

ჯორჯ გორდონ ბაირონი – სტანსები მუსიკისთვის (ამბობენ, თითქოს იმედია ბედნიერება)

ამბობენ, თითქოს, იმედია ბედნიერება,
წარსულს შენატრის სიყვარული უფრო დასკვნებით,
სანუკვარ ფიქრებს გააღვიძებს მეხსიერება:
მოვლენ პირველნი და მიდიან უკანასკნელნი.

დაენანება მახსოვრობას გასამეტებლად,
ისევ მოუხმობს ნუგეშისმცემს აღტაცებულად, 
იმედი ვისაც შეჰხაროდა და აღმერთებდა,
ხოლო ამჟამად, მოგონებად გადაქცეულა.

ილუზიაა ყოველივე ირგვლივ, ხიბლია
და გაგვაცურებს მომავალი შორით ტყუებით,
რაც გაგვახსენდა, იმად ყოფნა არ შეგვიძლია,
ვინ გავხდით ვმალავთ, გვეშინია, თავს არ ვუტყდებით.

12 მაისი, ანდრიაობა, 2023 წ.


George Gordon Byron - Stanzas For Music: They Say That Hope Is Happiness

They say that Hope is happiness;
But genuine Love must prize the past,
And Memory wakes the thoughts that bless:
They rose the first--they set the last;

And all that Memory loves the most
Was once our only Hope to be,
And all that Hope adored and lost
Hath melted into Memory.

Alas it is delusion all:
The future cheats us from afar,
Nor can we be what we recall,
Nor dare we think on what we are.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები