ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2023


*

წაართვი კაცს თვალის ჩინი,
წაართვი სმენა,
წაართვი ყველა შენი შეხება
- ის კედელს გავა.

მე შემეხება, შემეხება
- მე ამ კაცს ვგავარ,

ვინც დიდ სევდაში აცხოვრე.
მდუმარედ დგანან.
მას დააქვს ხატი მაცხოვრის,
მე - ბასრი დანა.

ნეტავი სხვა თვე მეცხრედან,
არ გვახსოვდეს.
როდის დაბრუნდებით, მერცხლებო?
-არასოდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები