ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
26 ივნისი, 2023


William Butler Yeats - He Hears the Cry of the Sedge

უილიამ ბატლერ იეიტსი -  მას ესმის ისლის ტირილი

უკაცურ ტბაზე როცა ვიყავი,
ვისმენდი ქარის მწუხარე ქვითინს,
ასე ტიროდა ისლში ნიავი:
„სანამ ღერძი არ გატყდება, რითიც
ცარგვალი იკრებს ვარსკვლავებს გარე,
არ მოისვრიან ვიდრეღა თხრილში
აღმოსავლის და დასავლის დროშებს
და არ შეიხსნის სინათლე სარტყელს,
ვერ ჩაეკვრები გულმკერდით როსმე
შეყვარებულის ნაზ სხეულს ძილში“.

26 ივნისი, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://allpoetry.com/He-Hears-The-Cry-Of-The-Sedge

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები