ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2023


ფიჭვის კევი

-
ვთქვი, წავალ, გავივლი,
ავურევ ამინდს,
მოვლენ თქორები,
ჩამივლენ ღრმა საწვიმარში,
როგორც ის კაცი,
პაოლოს თვალებიანი,
,,მეღორის ლოცვაზე" შეცრემლებული.
და ყოველ შარვლიანს და
მძიმე ბათინკიანს,
მჟავე ღიმილით ახურებულს,
დავუნიავებ კაბის შრიალით.
და სანამ სეტყვა ბაღს გააფუჭებს,
ტუჩებს - კოცნაობა,
ჩავუჯდები დაბალ კოცონს,
გაქექილი ამბით
ბოლო ძახილიც უკანასკნელი სიყვარულის: ,,გადარჩებით პოეტები!"
და მონატრებული
ფიჭვის ,,კევის" სურნელი,
ფიჭვის "კევის", რომელიც არც სევდასავითაა გაწელილი თხლე ზაფხულში
და არც - ნამშობიარები მუცელივით.
შემოდგომას რაღას გასჭვრეტ ივანე?!
მორჩა იგავი,
მისწვდა მელა ყურძენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები