ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2023


სიყვარულის კაკანათში

სიყვარულის კაკანათში
მგალობელი გაბმულა
და ჭიკჭიკებს ამანათი
ნაზი ქსელის გაბმულად,

ვერ იქცევა სათანადოდ
ბედნიერი სულელი,
სიყვარულის სათამაშო,
მეტრფე განუკურნელი.

არ ადარდებს ბანგით გამტყვრალს
შელახული უფლება,
დაუმონა გულის ნატვრას
ნების განკარგულება.

ანჩხლობს ნება ნაკამათი,
არ იძლევა კურთხევას:
„დათმე ოქროს კაკანათი
დამიბრუნე სუფევა!“

7 ივლისი, 2023 წ.

ამანათი - მძევალი (ამ არაბული წარმომავლობის სიტყვის მეორე მნიშვნელობაა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები