- რა ოხრად მინდა ამდენი თქეში ან - გაწელილი რახათ- ლუხუმი, როცა გრილიაჟზე სული მიმდის, როგორც - დილის საარზე მემაწვნის ხრინწიან ხმაზე: ალოუ, იოსებოვნა, გაიღვიძეთ! გამოანათეთ ამ ჩემი ცოლოურის მაწონივით.
მე კი თვალების ფშვნეტით ფრთხილად და კისკისით ვართმევ კაცს ცხიმიან ქილას, სამ ლარსა და ოთხმოც თეთრს ვუთვლი მუჭში.
იღიმის და ღიღინებს:
,,მოვრჩი! მორჩა ხურდების თვლა - ათი წელი... ასი წელი... სასწაული! კი-კი! ნაღდი! - დღეს სიკვდილზე ავიცერი"!
გაიღვიძეთ! ჭანტურია ცხრისა და ერთის გამხდარა. შენ კი ისევ სამისა და რვისა ხარ, ჩემი გულის გასაგლეჯად მარად ბალღი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|