ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2023


ფხოველის ფიქრები

არც მოწყენისთვის მცალია,
აწ გადავსილან ნისლები,
ცრემლი თვალსა რომ გაშრება,
სიყვარულისა ვიცანი.
მე აღარა მყვანს მტერია,
მოყვარეც -ბევრი, კაცია,
მე თუ დამჭირდა, მასსავე,
თავი მათ ქუდში მიყვია.
გავბედე, გავხდი მარტოკა,
გვერდზე მაწყვია ნალები,
ვის თვალსა ზეცა დაუდგა,
ჩამოჰკრა უტყვად ზარები.
დაე, იცინოს მთის წყარომ,
დაუშროს მოყვასს ცრემლები.
იის შვილს ია არ ჰქვიან,
ვტირი, მით უფრო ვმწარდები.
სხვა ზნისა არის ახლა მთა,
ბარი გაბიჭდა, ქალია,
რაც კი ვიდარდე ოხერი,
ყოფილა ბებრის ხმანია.
წამოვედ, წვიმად დავეცი,
სტიქიად მოველ ვარწყიე,
რაც კი ტკივილი მქონია,
ყველა ტალახსა ვაზილე,
ახლა ვდგავარ და ვიხიზნი,
რაც რამ ცხვარ-ძროხა შობილა,
ყველას ჩემ ქოხად ვემდური,
როგორი ფხოვი მეშობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები