ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2023


●●●(წრე)

გამოვხედავ ადამიანებს და
ნექტრით სავსე
ყვავილს მაგონებენ,-
მუდამ სინათლისკენ გადახრილებს;
ლამაზები,
ენაწყლიანები,
მზეთამზიდეები.

ტკივილს უხვცრემლშეჭიდებულნი
და სიხარულისთვის მუდამ  მზადმყოფნი.
ყველაფრის მცოდნენი,
შეუმცდარნი,
მიზანდასახულნი.
კრიტიკულებიც
და უკმაყოფილოებიც,
პრეტენზიულებიც,-
მოკლედ,
თავ-თავის ადგილზე ყველაფერი.

მე კი,-
მკაცრად განსაზღვრული სიზმრის სიუჟეტი,-
ვერახდენილი
და აუხსნელი.
არაფერი ვიცი,
ვერაფერს ვცვლი,
გავრბივარ და
ადგილს ვერა ვწყდები.
უთავსაბურავო,
ოცნებამოჭმული,
ეჭვებნასაზრდოვებ
საკუთარ თავს
ლუპით ვაკვირდები...

სასოწარკვეთილი გრაფომანი
და ამავედროს სიტყვაძუნწი...
მძულს სასიამოვნო,
თუ პირიქითა სიურპრიზები.
სიხარულისათვის
მეტი მზადყოფნა მსურს,
ვიდრე წუხილისთვის.

იქნებ,
სწორედ ეს მიშლის ხელს გგავდეთ?
იქნებ მგონია რომ მინდა გგავდეთ?
იქნებ თავს ვიტყუებ,
რომ მიყვარხართ?
დაბრკოლებად მექცა, იქნებ, სიყვარული?
მართლა სიზმარი ვარ, იქნებ?
მაგრამ მაინც,
მე, უთქვენოდ, როგორ ვიქნებოდი?

თქვენი ისევ მჯერა 
და ვტყუვდები.
მტკივა და ვმაგრდები...

...და ისევ წრეს ვუბრუნდები,
ისევ თქვენ შეგცქერით,
ისევ თქვენით ვტკბები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები