ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 აგვისტო, 2023


Robert Burns - Here's a bottle and an honest friend!

რობერტ ბერნსი - დოქით ღვინო, მეგობარი ნდობის ღირსი

დოქით ღვინო, მეგობარი ნდობის ღირსი,
უკეთესი განა რაა სანატრელი,
ვინ რა უწყის წუთისოფლის ჯაღადირის,
რას არგუნებს ბედისწერის კამათელი?

დაიჭირე შენი წამი გასაოცი,
დააცქერდი მის მშვენებას ჩაციებით,
ბედნიერი ნასიბია რადგან მორცხვი,
იშვიათად გამოჩნდება ნაძიებიც.

20 აგვისტო, 2023 წ.


Robert Burns - Here's a bottle and an honest friend!

Here's a bottle and an honest friend!
What wad you wish for mair, man?
Wha kens before his life may end,
What his share may be o' care, man?

Then catch the moments as they fly,
And use them as ye ought, man?
Believe me, happiness is shy,
And comes not ay when sought, man.


Standard English Translation

Here is a bottle and an honest friend!
What would you wish for more, man?
Who knows, before his life may end,
What his share may be of care, man?

Then catch the moments as they fly,
And use them as you ought, man!
Believe me, Happiness is shy,
And comes not always when sought, man!


თამარ ერისთავის თარგმანი

თასით ღვინო და ალალი მეგობარი

თასით ღვინო და ალალი მეგობარი...
რას ინატრებს კაცი, მასზე უკეთესს?!
ვინ რა იცის სით დაბერავს ბედის ქარი...
ან ცხოვრება ვის რა ოინს უკეთებს?!

მაშ დავლიოთ მეგობრებო კიდევ ერთი!!!
არ ველოდოთ სით რა ქარი ამოვა!!!
დამიჯერეთ, კარგ მეგობარს ძებნა უნდა...
ძნელია და თავისთავად არ მოვა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები