| ავტორი: სერ ჟანრი: პოეზია 20 აგვისტო, 2023 |
მე... შენს გვერდით დგომა დარაჯად, ფრიად მეამა. შენ... ჩემს თანადგომას სუფთას და ალალს, ჭკუას ვერ ახმარ. მე... ტყვია უეცარს მზერით ვუშიგნავ შხამიან წამალს. შენ... ირგვლივ შემყურე ამ არემარეს, ვერც კი შეიგრძნობ სურნელს იარას. ურჯულო აზრთა ზეიმს შემყურე, ნაკვთები შენი ცრემლს ვეღარ მალავს. მთათა ბელადი, როგორც კლდეს ზარავს, ჩემი ზართა ხმა ისე განაგებს ულევ ამალას. მიყვარხარ ძლიერ, ვერაფერს ვშველი ამ უძლეველ სენს, ძლიერ მიყვარხარ. მუქ ნიავს მოყავს, ნავი სატანას, ტალღა ბობოქრობს, დაუზარებელ წვეთთა ნაკვთებზე გრძნობს ულევ განგაშს. ნუთუ მე გზარავ, ჩემი სიცოცხლე შენს ჰორიზონტზე ნუთუ ეშკამთა ბუნაგს ასახავს. სენი ძლიერი მე შემეყარა, მინდა მოვწყდე ფრთას, მივენდო ბნელ გზას, ბედის ამარა გადავიკარგო მაგრამ ვერა და არა. მე შენ, მწარე ცრემლებით დაბრმავებული, ძლიერ მიყვარხარ. შენ... მე ორმო ზეღრმა შორს ვერ დამმალავს. თუკი ოდესმე შავმა ნიავმა, სატანის ნავმა სული მოგტაცა, მელოდე მანამ, სანამ არ გნახავ. და თუ ოდესმე გნახავ პირადად, იცოდე ერთი და სხვა არაფერი. მე შენ მიყვარხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სერ, აბა რა გითხრათ, სიყვარული კარგია, მინიმუმ ლექსს გაწერინებთ.
მე მაქსიმუმს გისურვებთ , მასაც ჰყვარებოდეთ.
ლექსს კარგად დამუშავება უნდა, არ დაიზაროთ, რომ უკეთესი გახადოთ. წარმატებები.
სერ, აბა რა გითხრათ, სიყვარული კარგია, მინიმუმ ლექსს გაწერინებთ.
მე მაქსიმუმს გისურვებთ , მასაც ჰყვარებოდეთ.
ლექსს კარგად დამუშავება უნდა, არ დაიზაროთ, რომ უკეთესი გახადოთ. წარმატებები.
1. მე შენ მიყვარხარ! ეს სიტყვები, ყველა სენს კურნავს. მე შენ მიყვარხარ! ეს სიტყვები, ყველა სენს კურნავს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|