ავტორი: პალატამერვე ჟანრი: პოეზია 29 აგვისტო, 2023
ბედნიერის ლოცვა
სარკევ, როცა გკითხავენ, სარკევ, სარკევ , მითხარი - ვინ ქსოვს ჩემზე ლამაზად, ხელი როგორ მიჰყო?! როგორც მეფე მრისხანე, ცივი, როგორც სისხამი, ძველი, როგორც ქვის ხანა, ჩუმად უნდა იყო.
სარკევ, როცა გკითხავენ, სარკევ, სარკევ, მითხარი - მწუხრის მოსვლისთანავე, თორმეტ წუთზე ათის, სამაისოდ ნამარტი, მკერავებში ჯაკარტის, სად ინახავს მაკრატელს? სად ინახავს სათითს?
გვალაგებზე ალაგებს ბამბის ნაჭრის გვალაგებს, ბაზრობაზე ქალაქის, სადაც თიხის კათხებს, დოქებსა და საინებს, უხეიროდ სამივეს, ძერწავს იასამნიმი, ლამაზია მაღვთუ.
დაიფარე მტრისგან და რაც დარჩება მტრისგან და რა დარჩება მტვრის გარდა, ნაცარი და ცარცი, გაბზარული ცალყურა, მაგრამ, რაკი მსახურად ორი მტრედი სახურავს, წითური და ქარცი,
შემჯდარიყო იმ მხარეს, სადაც სურომ იხარა. "ძილი ნების" გითხარი. სასთუმალთან ახლოს როგორც სიმწრის მოთმენა, როგორც მიწის მოთმენა, ორი გულისოდენა ორი მტრედი სახლობს.