ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერ
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2023


კეკლუცა

- სალამი კა'ესს.
- სალამი ! როგორ გიკითხო, ჩემო ერთგულო მეგობარო ?
- როგორ უნდა მიკითხო, აბა, ერთს არ მოგვინახულებ. სად დაიკარგე ?
- საქმეთაშორის ორომტრიალში, და'კი, არ გიკვირს, რომ საერთოდ შევძელი და მოგინახულე ?
- ნუ მაცოდებ თავს, ყოვლისშემძლე ოხერო.
- ჰაჰაჰ. ვაიმე, მარტო შენ თუ გძალუძს ჩემი გაღიმება.
- მაშ. ღმერთები რომ გგონიათ თავი, შენ და შენს ძმაკაცებს, მზეებს რომ გულს აცლით და პლანეტების ორად გახლეჩით ზეიმობთ, აგერ ! პატარა მომაკვდავი გოგო ვარ და ძალა არ გყოფნის, არ გაიღიმო. ჩემი იუმორის წინააღმდეგ უძლური ხარ ! კაააა'ეეეეეეს.
- ნუ სულელობ, და'კი. ჰაჰ.
- რა ქენით აბა, დაიპყარით მორიგი მიწები ?
- არ იღელვო შენ მაგაზე, დასაპყრობს დავიპყრობთ, სამეგობროს დავიმეგობრებთ. და საერთოდაც, რა უფლებით ინტერესდები, ეგეთი ნიუანსებით ? არ იცი ?! დასჯადია ! თან ვინსთან ბედავ, ჩემთან ! ოოოოოჰ როგორ არ მინდა ჩაგყლაპო და მოგანატრო ვარსკვლავის სხივი.
- შენ შემოგევლე რა...  ეგრე ვისთანაც გაგდის, ის დააშინე. წამოდი, კეკლუცა ტბასთან გავისეირნოთ.
- ეგ ტბა კიდევ არსებობს შენს ხელში ?
- რას გეტყვი, იცი ? სულაც არ მქონდა დაგეგმილი და საერთოდაც არ მინდოდა მე რომ მანდ ეგეთი რამე მომხდარიყო. როდის უნდა დაგავიწყდეს ?!
- არც არასოდეს. შენი მონდომებით იყო, ლამის რომ დაშრა იქაურობა. რაღა უნდა გექნა მეტი.
- კა'ესს !!!!!
- კარგი, ჰო. რატომ ღელავ, გეთაყვა ? ნუ ღელავ. ისეთი სახე გაქვს, ლამის მე შემეშინდეს შენი რისხვის. გამოღიმილდი ცოტა, გეხუმრები.
- ლამის არა, შეგეშინდება, თუ არ დაივიწყებ საბოლოოდ ჩემს ძველ ცოდვებს. რა გგონია, დაგიცავს შენი შავი პერანგი ?
- ჰაჰ. გეყო, ოხერო. მიმოიხედე, გთხოვ. ყოველთვის მამშვიდებდა, აქაური ფერები. კეკლუცას მონახულება, მართლა კარგი აზრია. ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ შევძლებ, ამ ადგილით ტკბობას.
- აქაური ჰაერი, თითქოს, სიმწვანითაა გაჟღენთილი. ხეები, ტოტები, ფოთლები, ფესვები... სრული ჰარმონიაა.
- მინდა ძლიერ, ვგრძნობდე სურნელებას, რომელიც ამ არემარეში დასეირნობს.
- ვერ გრძნობ ვერაფერს ცხვირით ?
- ვერა. სად მაქვს რო, ცხვირი ?
- ოოო საერთოდ სად გაქვს რო, სახე ?
- მართალი ხარ.
- ანუ, ვერც სუნს გრძნობ, ვერც ხმები გესმის და ვერც ვერაფერს ხედავ ?
- ფიზიკურად, ეგრეა.
- ყრუ, მუნჯი და უსუნათლო, რომელიც ვერ გრძნობს არომატებს... თან თავი ღმერთად მოაქვს.
- სულელობ.
- ვიცი, ვიცი რომ სხვანაირად შეიგრძნობ ყველაფერს. მეც გაგეხუმრე, შენს სტილში.
- ჰაჰ. ჩემს იუმორს ნუ აკნინებ.
- რამდენჯერ გითხრა, ნუ მემუქრები თქო ფუჭად, თორემ ავიღებ და ამ შენს იმპერიულ მახვილს შუაზე გადავტეხავ, ჩემო ბიჭუნა. ვეღარასდროს გახდები მერე, ძველებურად დიადი.
- შენი აზრით, მახვილია ჩემი სიდიადე ?
- აბა რა იქნება მეტი. პერანგი ?
- იმპერიის ერთ-ერთ შემქმნელს ხომ არ ესაუბრები, უცაბედად ?!
- ნუ ბაქიბუქობ აქ. მე რომ ჩემი სოფლის შვილი ვარ რა. რითი ხარ ჩემზე მეტი ?
- შენზე მეტი ყველაფრით ვარ, და'კი. ნუ გავიწყდება ხოლმე, ვის ესაუბრები.
- ციტადელი როდის უნდა მანახო ?
- ციტადელს ვერ განახებ. მხოლოდ ქაოსის შვილებს შეუძლიათ, ციტადელის კედლებს მიღმა ყოფნა.
- რატომ მოხდა ეგრე მერე ? სხვამ რა დააშავა ? მემგონი უსამართლობაა.
- წესია და კანონი. ეგრეა. იმპერიის დაარსება, არც ისე ადვილი საქმეა, და'კი. მით უმეტეს, როცა აარსებ სრულიად უცხო და უკიდეგანო არემარეში, სადაც აქამდე არ ყოფილხარ. ქაოსის მერე, ეს სამყარო ძნელად ასათვისებელი გახდა. ბევრმა ვერ გაუძლო, ბევრი დაიკარგა. ციტადელი კიდევ ცოცხალია, სტაბილურად ფეთქვა მისი, ირგვლივ ყველაფრის კეთილდღეობაზე მოქმედებს. ამიტომ, მანდ მოხვედრა, ყველას არ შეუძლია.
- ქაოსი ? მანდ რა ხდება ახლა. ქაოსში. ჩვენს სამყაროს მიღმა, ბევრი რამე ხდება ?
- ქაოსი არის... ქაოსი ის ადგილია, სადაც ხდება ენერგიების მოხვეჭა და შთანთქმა. ეგ მუხტი კიდევ იფილტრება ციტადელში, შემდგომი გამოსხივება ამ ენერგიის, ქმნის იმპერიის ამინდს. ადვილად რომ ვთქვათ.
- უადვილესია. ანუ, ენერგია იყავი ? ქაოსში.
- არა. ქაოსის შვილები, უშუალოდ შემქმნელის ხელით იმართებოდნენ. ოდესღაც. მოკლედ, რთულია, და'კი, ამ ყველაფრის მოყოლა და ახსნას უნდა მთელი დღე. როდის მერე დაინტერესდი, იმპერიის არსებობის ისტორიით ?
- უბრალოდ რახანია გიცნობ და... ფაქტიურად არაფერი ვიცი შენზე.
- ჩემზე არაფერი იცი ? ეგოისტური გამოხტომების სურნელება მცემს, და'კი.
- რომელი ცხვირით, ციტადელში რომ დატოვე ?
- გეყო.
- რატომ მოხდა ისე, რომ დიდებულმა გენერალთაგან, მე ამომირჩია. შენ ხომ მილიონებს განაგებ. რატომ გსიამოვნებს საუბარი ჩემთან და არა სხვასთან ?
- სუფთა ხარ.
- სხვა არავინ არის სუფთა ?
- შენი სისუფთავე, მომწონს. ნუ გიყვარს ხოლმე, ისეთი კითხვების დასმა, მერე რომ გაქო და გადიდო.
- აბა რა უნდა ქნა ?! გენანება ?
- არ მენანება, ლამის არის, მუხლმოდრეკილმა გაღიარო.
- ისე, წარმოიდგინე, შენ რომ ჩემს წინაშე მუხლმოდრეკილი ვინმემ დაგინახოს.
- მოგვიწევს, ნახევარი იმპერიის დაბრმავება. ჰა-ჰა.
- შენგან სულაც არ გამიკვირდება.
- რა მაინტერესებს, იცი ? რატომ ვიგრძენი, შენი გულჩათხრობილი ნოტები ? გახსოვს ალბათ, რომელ ამბავზე გეკითხები.
- როდის ?
- არც ისე დიდი ხნის წინ. იცი, რაზეც გეკითხები.
- კარგი რა... 
- რატომ მოგენატრე ძლიერ მწარედ ?
- აღარ აქვს მნიშვნელობა მაგას.
- გაწყენინეს ?
- ძალიან - ძალიან. კი. ახლა აღარ ვარ ნაწყენი.
- ათას ვარსკვლავს იქით, ათას მტვერს შორის ვიგრძნობ შენს მწარე ემოციას. არასოდეს ინატრო არავის სიკვდილი, და'კი.
- იქნებ დაიმსახურა ?! არ გებადება ეგ კითხვა ?
- და'კი. რაც არ უნდა მოხდეს, ნუ ინატრებ. შენი კეთილი სული, მარადჟამ ჩემს ხელშია. სხვისი სულის ჩემზე ჩაბარებას, ნუღარ ინატრებ. შენს სიცოცხლეს საფრთხე თუ შეექმნება, ისედაც მეცოდინება და ასედაც. სხვა შემთხვევაში, დარჩი მარადჟამ სუფთა, როგორიც ხარ.
- მაგიტომ მომინახულე ? მაინც და მაინც ვინმეს სიკვდილი უნდა ვუსურვო ? რომ გაგახსენდე.
- მაგიტომ არ მოგინახულე.
- მოხარული ვარ, მაშინ. აღარ მიწილადებ შენს ძალებს ? კეკლუცაზე აღარ გამოვცდი, გპირდები !
- გეყო. რაც გამოცადე. შენ ისედაც ძლიერი ხარ, რამეთუ იტან ჩემს გვერდით ყოფნას. გგონია, ყველას აქვს ეგ უნარი ?
- რა უნარი ეგ არის რო ?
- ჩემს მხრებზე, იცი რამდენი უხორცო სულია, ჩამობღაუჭებული ? ყველა თავისას კისკისებს, ჩურჩულებს, გლოვობს. შენ არც ერთის ხმა არ ჩაგესმის გონებაში, რამეთუ სრულიად სუფთა ხარ. ვერც ერთმა ეშმაკის ჩრდილმა ვერ გიპოვა, სამართავი მექანიზმები. ჩემო ერთგულო და'კი.
- მთავარი ეშმაკი ვინ არის, შენ ?
- მე, ეშმაკი არ ვარ. ეშმაკების ქვეშეთსამყოფის ერთპიროვნული მმართველი ვარ. გენერალი კა'ესსი. გეშინოდეს !!!
- ჰაჰაჰა. დიდი ხნით ჩამოფრინდი ?
- არა. მიწევს მალე წასვლა.
- დორა გელოდება ?
- დორა რემონტდება. ერცენტრის სარტყელზეა.
- მანახე ხელი.
- აჰა. უნდა ემთხვიო ?
- მეტი საქმე... ჰმმ. აი ეს გამოთლილი თითები, როგორ მიყვარს. როგორ მინდა ამ გამოფიტულ ვენებში, სისხლი დაიარებოდეს. ნუთუ მარადჟამ ეგეთი....
- ცოცხალ-მკვდარი ?
- ხომ. სულ ეგეთი უნდა იყო ?
- არ ვიცი.
- არ იცი ? გეხუმრე, ხომ არ გეწყინა ?
- არა, არა. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ სამყაროში დიდი არეულობა იწყება. შეიძლება, დიდ ხანს ვერ მოვიცალო, შენთვის.
- რა იწყება ? მერე შენ რისთვის ხარ ? ყველაფერს მოაგვარებ.
- შეიძლება, მოვაგვარო. მაგრამ არის შანსი, რომ არ გამომივიდეს.
- რა ხდება ?
- ჩვენი სამყაროს გული, საშიში ნოტებით ფეთქავს. ციტადელის ცაზე მოგროვილი ღრუბლები, არაპროგნოზირებადი ფერებით ციმციმებენ. ვგრძნობ, რომ დიდი ომი მელის წინ. ძლიერ მნიშვნელოვანი და რთული. გთხოვ, ფრთხილად იყავი, სანამ მე ვიომებ.
- შენ სულ ომობ, კა'ესს. ვერ ვხვდები, სხვანაირი ხარ რაღაც. თითქოს, მიწიერი გახდი. სად არის შენი ღვთაებრივი სიტყვა ? რომლის სამართლიანობაში და სისწორეში, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს !
- ყველაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ იცოდე, შეიძლება დიდხანს ვეღარ გნახო.
- მეორეჯერ, ეგეთი სისულელე არ თქვა.
- ყველას წინააღმდეგ ვაპირებ, წასვლას. აბსოლუტურად ყველას.
- ეს'სემი და...
- კი. ზუსტად. ისეთი რამე ხდება, დიდ ხანს ვიფიქრე და... სხვა გზა არ არის. ან ეს სამყარო ჩაეფლობა ზემუქ ფერებში დიდი ხნით, ან უბდა ვიმოქმედო. ჩემს სისხლს და ხორცს ვეომო. ჩემი სიმართლე გავიტანო და გავიმარჯვო. ჩემს თავზე... ჩემს თავზე ვიღებ ძლიერ დიდ საქმეს და მეშინია, და'კი.
- გეშინია ?.. კა'ესს. გეშინია ? უშიშართაგან, ყველაზე უშიშარი ხარ, ვისაც არათუ მე, მთელი იმპერია იცნობს, კა'ესს. გააკეთე ის, რსსაც სწორად თვლი და სამართლიანად. შენი ერთგული შავი ანგელოზები ხომ შენთან არიან ?
- რა თქმა უნდა.
- მაშინ დასცხე ! დასცხე და მომიყევი მერე, როგორ გაიმარჯვე. ხომ მპირდები, რომ ეგრე იზამ ?

იმპერიის არსებობა, მრავალ ტრაგიკულ მომემტს ითვლის. გენერალთა განხეთქილება, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად არის მიჩნეული. მრავალმა გმირმა დალია სული, მრავალი შენობა დაინგრა, მიწა დაიწვა, პლანეტები განადგურდა. გენერალი კა'ესსი, ბრძოლაში დამარცხდა მაგრამ... ომში საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა. ციტადელი დალაგდა, სამყაროც დამშვიდდა.

- კეკლუცა, როგორი მშვენიერი სახელია. კეკლუცა. და'კი... მარადჟამ სევდიანი ფერებით იბოდიალებს გარშემო მიწებზე, შენი სახელობის შუქურადან წამოსული სხივები. მაპატიე, რომ ეს ომი ეგრე დიდ ხანს გაიწელა და არ დამთავრდა. მაპატიე, რომ ჩემმა უკვდავებამ მოგინელა. მაპატიე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები